სიახლეები

რეგიონული ტრენინგ-მოდულის ლექციების სერია

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გრძელდება ევროკავშირის „ერაზმუს+“ პროგრამის მიერ დაფინანსებული რეგიონული ტრენინგ-მოდულის„მშვიდობა და უსაფრთხოება“ ლექციების სერია.

ლექციების სერიის ფარგლებში, დღეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა დავით აფრასიძემ და გიორგი გვალიამ სასწავლო ბატალიონის იუნკერებს მშვიდობის კვლევების შესავლის: კლასიკური და თანამედროვე თეორიების შესახებ ესაუბრნენ.