აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა სამხედრო აკადემიებში სწავლობენ. კადეტებმა ერთი დღე სასწავლო ბატალიონის იუნკერებთან ერთად გაატარეს, დღის ბოლოს კი მათ საკუთარი აკადემიების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.
შეხვედრის მეორე ნახევარი ძირითადად კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.