დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებულ წმინდა იოანე მოწყალეს სახელობის საქველმოქმედო ცენტრს სტუმრობდნენ, რომლებმაც მოხუცებულებს საახალწლო ტკბილეული მიართვეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.