სიახლეები

ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელების ფიცის დადება

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე აღმართულ 1919-1921 წლებში დაღუპული გმირების ხსოვნის მემორიალთან ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის ოთხმა მსმენელმა ღვთისა და ერის წინაშე დადო ფიცი.

ფიცის დადებამდე აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ მემორიალი გვირგვინით შეამკო.

აკადემიის რექტორმა,ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის 30 მსმენელს სამკვირიანი ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის წინამოსამზადებელი შეკრების წარმატებით დასრულება მიულოცა, რექტორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოთხ მსმენელზე, რომელმაც დღეს ღვთისა და ერის წინაშე დადეს ფიცი და საქართველოს შეიარაღებული ძალების წევრები გახდნენ.

ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებმა გაიარეს სამკვირიანი ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის წინამოსამზადებელი შეკრება, რომლიც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.

ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება წოდება "ლეიტენანტი".