სიახლეები

სენ-სირის სამხედრო სკოლის მსმენელების სტაჟირება ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ერთთვიანი სტაჟირება სენ-სირის სამხედრო სკოლის ოთხმა მსმენელმა დაიწყო.

სტაჟირების ფარგლებში, მსმენელებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა აკადემიური, სამხედრო და კულტურული ღონისძიება. ისინი ესტუმრებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს, ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისს, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს.

აღნიშნული სტაჟირება საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.