სიახლეები

სასწავლო ბატალიონის მესამე კურსის საველე სწავლება

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის მესამე კურსის იუნკერები პირველი ქვეითი ბრიგადის სასროლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე 22 იანვრიდან 26 იანვრამდე გადიან ერთკვირიან პრაქტიკულ საველე სწავლებას „საერთო საჯარისო ტაქტიკა“. 

ერთკვირიანი საველე გასვლა მოიცავს სასწავლო გეგმით განსაზღვრულ პრაქტიკულ სწავლებებს ოცეულის შეტევაში, რეიდსა და ჩასაფრებაში.

სწავლების ფარგლებში ხდება იუნკერების შეფასება, როგორც ათეულის, ასევე ოცეულის მეთაურების რანგში.