სიახლეები

აშშ-ს ელჩის ვიზიტი აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იან კელი.

სტუმარს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში ელჩი აკადემიის პირად შემადგენლობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებზე ესაუბრა და აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა.