სიახლეები

სამუშაო შეხვედრა ბაკალავრიატის ლექტორებთან

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ნატო-ს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამას (DEEP) შორის გაფორმებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ანალიზისა და საინფორმაციო ოპერაციების ცენტრის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ალინ-გეორგე იონესკუმ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის თავდაცვისა და უსაფრთხოების აკადემიური პროგრამის  ლექტორებთან სამი დღის განმავლობაში სამუშაო შეხვედრები გამართა.

ვიზიტის ფარგლებში რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აკადემიის რექტორს, პოლკოვნიკ ზაზა ჯაფარიძესა და რექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს, ქალბატონ ნინო ჯოჯუას შეხვდა.