სიახლეები

კადეტების ვიზიტი აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ლიცეუმის კადეტები.

ვიზიტის ფარგლებში კადეტები სასწავლო ბატალიონის პირველი კურსის იუნკერებთან ერთად ცხოვრობდნენ და ჩართულნი იყვნენ იუნკერთა დღის განრიგით გათვალისწინებულ აქტივობებში.

ღონისძიება მიზნად ისახავს კადეტებისთვის აკადემიის, არსებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და საცხოვრებელი პირობების უკეთ გაცნობას.