პოლონეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის რექტორი გენერალ მაიორი რომუალდ რატაჟაკი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა დავით ნარდაიამ და პოლონეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის რექტორმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი, პოლონეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას შორის თანამშრომლობის განვითარებას, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას ითვალისწინებს. პოლონეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის რექტორი საქართველოში PfP (პარტნიორობა მშვიდობისათვის) კონსორციუმის XIV კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.