სიახლეები

ფრანგული კულტურის საღამო

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ფრანგული კულტურის საღამო გაიმართა. სენ-სირის სამხედრო სკოლის მსმენელებმა სასწავლო ბატალიონის იუნკერებს საფრანგეთის ისტორია, კულტურა, საფრანგეთის შეირაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობები და არსებული სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებები გააცნეს.

ფრანგი მსმენელები აკადემიაში ერთთვიან სტაჟირებას საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში გადიან.