სიახლეები

სემინარი ეროვნული თავდაცვის აკადემიის თანამშრომლებისთვის

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ნატო-ს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამას (DEEP) შორის შეთანხმებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ერთკვირიანი სემინარი თემაზე: „Faculty Development Program“.

DEEP-ის პროგრამა ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისთვის სამხედრო განათლების გაუმჯობესების კუთხით სხვადასხვა ტიპის სწავლების ჩატარებას ითვალისწინებს.