ეროვნული თავდაცვის აკადემიის ენობრივი მომზადების სკოლაში ორი კვირის განმავლობაში ორგანიზაციის „ინგლისური წიგნი საქართველოში“ წარმომადგენლების მიერ მიმდინარეობდა ინგლისური ენის ახალი სახელმძღვანელოებით (skillful) ჩატარებული მეცადინეობების მონიტორინგი, რომლის შემაჯამებელი შეხვედრა 13 თებერვალს ორგანიზაციის ოფისში გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ახალი სახელმძღვანელოების გამოყენებით განხორცილებული მეცადინეობების შეფასების შეჯამება მოახდინეს. ამას გარდა ბრიტანელმა ექსპერტმა ალექსანდრე ჯამალმა ინგლისური ენის სწვალების ოთხივე უნარის ეფექტურად განვითარების მიზნით ენობრივი მომზადების სკოლის მასწავლებლებს რეკომენდაციები და რჩევები მისცა.