სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემია განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

“ექსპო-ჯორჯიას” საგამოფენო დარბაზში უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების რიგით მე-8 საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მასში 100-ზე მეტი უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობს. „ექსპო-ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზში, ეროვნული თავდაცვის აკადემია, სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, სპეციალური სტენდით იყო წარმოდგენილი. ორი დღის განმავლობაში აკადემიის წარმომადგენლებმა აბიტურიენტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს აკადემიური და სამხედრო განათლების მიღების პერსპექტივების, არსებული საბაკალავრო, სამაგისტრო, გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიის, მიღების პირობებისა და აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ.