სიახლეები

ურთიერთგაგების მემორანდუმი რონდელის ფონდთან

დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს (რონდელის ფონდი) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი, რომელსაც  ხელი მოაწერეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და რონდელის ფონდის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ეკა მეტრეველმა, ითვალისწინებს მხარეებს შორის ერთობლივი ცოდნის გაზიარებას, აკადემიის თანამშრომლებისთვის სხვადახვა პროფესიული გადამზადების კურსების შეთავაზებას, ერთობლივი ლექციების ჩატარებას, სწავლებისა და კვლევების ხელშეწყობას, საზაფხულო სკოლების/აქტივობების დაგეგმვას, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გასვლებს, სკოლებში ვიზიტებსა და აკადემიაში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერას.