დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი ვიზიტით დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი დეივ ეთელი იმყოფებოდა.
სტუმარს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე, აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი, ქალბატონი ნინო გეწაძე და სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დავით ჩხეტიანი შეხვდნენ.
აკადემიის წარმომადგენელმა ბრიტანულ მხარეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საქმიანობა, არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, სამხედრო და სამოქალაქო სკოლები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ აკადემიის რექტორმა სტუმარს ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.