დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის ბრძანებით, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამოქალაქო სტატუსის მქონე მოადგილის თანამდებობა, ბატონმა რამაზ კვარაცხელიამ დაიკავა.
აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ აკადემიის თანამშრომლებს ახალი მოადგილე წარუდგინა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ბატონ რამაზ კვარაცხელიას აკადემიის სამოქალაქო სტატუსის მქონე მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.