დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი და ვისოლ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი სოსო ფხაკაძე.
ბატონი სოსო ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის მენეჯმენტის მიმართულების იუნკერებს შეხვდა და მათ ლიდერობასა და გუნდური მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სტუმარმა ყურადღება ასევე გაამახვილა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე და მომავალ ოფიცრებს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა.
ლექციის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმარმა იუნკერების მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.