ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ნატო-ს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამას (DEEP) შორის გაფორმებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში აკადემიას ესტუმრა რუმინეთის კარლ I სახელობის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის დაქვემდებარებული უმაღლესი საგანმანათლებლო ორგანოს - თავდაცვის რესურსების მართვის რეგიონული დეპარტამენტის პროფესორი, პოლკოვნიკი ცეზარ ვასილესკუ.
პროფესორმა სამუშაო შეხვედრები გამართა ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის თავდაცვისა და უსაფრთხოების აკადემიური პროგრამის "კიბერუსაფრთხოების" საგნის ლექტორთან, ბატონ დავით გულუასთან, რომლის დროსაც მოხდა საგნის კურიკულუმის გადახედვა. გარდა ამისა, პოლკოვნიკმა ვასილესკუმ აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებს პრეზენტაცია ჩაუტარა თემაზე „კიბერუსაფრთხოების ცალკეული ასპექტები“.