ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები მიმდინარე წლის 16 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით მონაწილეობას იღებდნენ ბაქოში გამართულ კადეტთა სპორტულ შეჯიბრში, სადაც იუნკერებთან ერთად აზერბაიჯანისა და თურქეთის სამხედრო აკადემიების კადეტებიც ასპარეზობდნენ.
მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და მეზობელი ქვეყნების სამხედრო აკადემიებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო მასშტაბით აკადემიის ცნობადობის ამაღლებას.