სიახლეები

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტი აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას კანადის საგარეო საქმეთა  მინისტრის მოადგილე სტეფანი ბეკი სტუმრობდა, რომელსაც ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ უმასპინძლა.

აკადემიის რექტორმა სტუმარს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საქმიანობა გააცნო და შეხვედრის ბოლოს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.