საქართველოს შეიარაღებული ძალების 60-მა სამხედრო მოსამსახურემ მანევრის, საარტილერიო, სამხედრო დაზვერვისა და პერსონალის კაპიტნის საკარიერო კურსები წარმატებით გაიარა. დაჯილდოების ცერემონიალი დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართა.
კურსების მიზანია ქვეითი, მექანიზებული, სატანკო ასეულის მეთაურების და ბატალიონის შტაბის ოფიცრების მომზადება, მათში საბრძოლო და სამეთაურო უნარ-ჩვევების გამომუშავება და მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება.
კურსდამთავრებულებმა ხუთთვიანი სწავლება ეროვნული თავდაცვის აკადემის ბაზაზე გაიარეს. ისინი შემდგომ კარიერას საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო ნაწილებში ასეულის მეთაურის, ბატალიონისა და ბრიგადის შტაბის ოფიცრებად გააგრძელებენ.