სიახლეები

ზურაბ ბატიაშვილის ლექცია აკადემიის იუნკერებისთვის

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს (რონდელის ფონდი) შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში დღეს, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა და რონდელის ფონდის მკვლევარმა, ბატონმა ზურაბ ბატიაშვილმა აკადემიის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის იუნკერებისთვის ლექცია სირიის კონფლიქტის შესახებ წაიკითხა.
ლექციის მსვლელობისას ბატონმა ზურაბ ბატიაშვილმა სირიის ისტორია, არსებული სიტუაცია და ძირითადი საფრთხეები მიმოიხილა.