სიახლეები

სასწავლო ბატალიონის მეორე კურსის საველე სწავლება

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის მეორე კურსის იუნკერები 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით პრაქტიკულ საველე სწავლებას გადიან.

საველე სწავლება მოიცავს, როგორც საერთო საჯარისო ტაქტიკას ასევე, სამხედრო ტოპოგრაფიასა და საცეცხლე მომზადებას, რომლის მიზანია არსებული რელიეფისა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იუნკერებმა შეძლონ თავდაცვითი პოზიციებისა და საპატრულო ბაზის დაკავება, ათეულის საცეცხლე ბარათის მომზადება, მარშრუტის დაგეგმვა და დღისა და ღამის პირობებში GPS- ის გამოყენებით სახმელეთო ნავიგაციის განხორციელება.