სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიგა ზედანიამ ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და განხორციელების საკითხებში მხარეებს შორის ერთობლივი ცოდნის გაზიარებას, იუნკერებისა და სტუდენტების სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობას, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების განხორციელებას, შესაძლებლობების ფარგლებში პროფესორ-მასწავლებლების გადამზადებასა და ბიბლიოთეკების განვითარების საკითხებში თანამშრომლობას.