დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საქართველოს პარლამენტის აპარატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის სამოქალაქო სტატუსის მქონე მოადგილემ, ბატონმა რამაზ კვარაცხელიამ და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, ბატონმა გივი მიქანაძემ მოაწერეს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზებას, ორგანიზაციულ სასწავლო პროგრამებსა და პროექტებში პროფესორების, ტრენერებისა და ექსპერტების ჩართულობას, თანამშრომლების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში მხარდაჭერას, მხარეთა ანალიტიკური წარმომადგენლების ჩართვას, კომპეტენციის ფარგლებში ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავებას, პუბლიკაციებისა და სასწავლო სახელმძღვანელოების მომზადებასა და გამოქვეყნებას.