ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აკადემიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სტუმრობდნენ.
სტუდენტები ორი დღის განმავლობაში აკადემიის იუნკერების დღის განრიგით ცხოვრობდნენ. ახალგაზრდებმა დღე მომავალ ოფიცრებთან ერთად დილის გამამხნევებელი ვარჯიშით დაიწყეს, მოგვიანებით კი ლექციებს დაესწრნენ. ვიზიტის ბოლოს სტუდენტებსა და იუნკერებს შორის პეინტბოლსა და ფეხბურთში ამხანაგური შეჯიბრიც გაიმართა.