დღეს, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცაბაძე ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს შეხვდა და მათ სარდლობის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
ვიცე-პოლკოვნიკმა ცაბაძემ მომავალ ოფიცრებს პირადი გამოცდილება გაუზიარა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებსაც ამომწურავი პასუხები გასცა.