სიახლეები

სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები შინაგან საქმეთა სამინისტროში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები მორიგი გაცნობითი სახის ვიზიტით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ. მსმენელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა, ბატონმა გიორგი სახოკიამ და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) დირექტორმა, ბატონმა გიორგი არსოშვილმა უმასპინძლეს, მათ შინაგან საქმეთა სამინიტროს რეფორმებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს და მხსნელებთან ერთად ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ასევე, შეხვედრის ფარგლებში სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრსაც​ ეწვივნენ.