სიახლეები

ალექსანდრე მიქაბერიძის ლექცია სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში ლექცია ამერიკის შეერთებული შტატების ომის კოლეჯის პროფესორმა, ბატონმა ალექსანდრე მიქაბერიძემ წაიკითხა.

ლექციას ძირითადად დისკუსიის სახე ჰქონდა, რომელიც ნაპოლეონის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და სამხედრო კამპანიებს ეხებოდა. ბატონმა ალექსანდრემ ლექციის მსვლელობისას ასევე მიმოიხილა ერეკლე მეფისა და დავით აღმაშენებლის მიერ წარმოებული ბრძოლები.

ალექსანდრე მიქაბერიძე გახლავთ ისტორიის მეცნიერებათა პროფესორი შრევეპორტში, ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მან დაწერა და რედაქტირება გაუკეთა ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ისტორიის ოცამდე წიგნს. ბატონმა ალექსანდრემ ასევე მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიაში სამხედრო ისტორიის ისეთი ცნობილი სახელმძღვანელოს შედგენაში როგორიცაა "საბრძოლო მოქმედებების ისტორია, ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიის გამოცემა".