ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის მესამე კურსის იუნკერები პირველი ქვეითი ბრიგადის სასროლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე 14 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით გადიან ერთკვირიან პრაქტიკულ საველე სწავლებას, რომელიც მოიცავს საერთო საჯარისო ტაქტიკას, ტოპოგრაფიასა და საცეცხლე მომზადებას.
აღნიშნული სწავლების მიზანია ასეულის ოპერატიული ბრძანებიდან გამომდინარე იუნკერებს შეეძლოთ ოცეულის ოპერატიული ბრძანების შემუშავება და გაცემა, მარშრუტის დაგეგმვა და სახმელეთო ნავიგაციის განხორციელება. საველე სწავლების დროს იუნკერებს ასევე ჩაუტარდათ სროლის საკვალიფიკაციო სავარჯიშოები.