სიახლეები

პოლკოვნიკ ირაკლი ჭუმბურიძის ლექცია აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებსა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებს დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე შეხვდა და ეროვნული გვარდიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების შესახებ ესაუბრა. ლექციის ბოლოს ბატონმა პოლკოვნიკმა მომავალი ოფიცრების მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.