სიახლეები

აკადემიის წარმომადგენლები საბერძნეთის შეიარაღებული ძალების აკადემიაში

სამხედრო Erasmus+ პროგრამის მობილობის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის პირველი კურსის უფროსის მოადგილე, უფროსი ლეიტენანტი ხვიჩა ხოზრევანიძე და ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების მიმართულების ქვეითი ტაქტიკის ინსტრუქტორი, კაპიტანი ავთანდილ ბაკურაძე ერთი კვირის განმავლობაში საბერძნეთის შეიარაღებული ძალების აკადემიაში იმყოფებოდნენ.

კურსის განმავლობაში ოფიცრები ესწრებოდნენ საერთაშორისო სემესტრის სასწავლო მოდულს “შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი”, სადაც სფეროში არსებულ სიახლეებსა და შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის მახასიათებლებს გაეცნენ.

აღნიშნული მობილობა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პირველი ღონისძიებაა.