დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ბალტიის თავდაცვის კოლეჯის კომენდანტი, გენერალ მაიორი ანდის დილანსი და გაერთიანებული სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელები ეწვივნენ.
სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ჩხეტიანმა უმასპინძლა და მათ აკადემიის საქმიანობა, არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებები გააცნო. მხარეებმა არსებული მემორანდუმის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ლეკვეიშვილმა ლექცია თემაზე "უსაფრთხოების საკითხები სამხრეთ კავკასიის რეგიონში" წაიკითხა.