სიახლეები

ქუთაისში ენობრივი მომზადების სკოლის შენობა გაიხსნა

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის სამოქალაქო სტატუსის მქონე მოადგილემ, ბატონმა რამაზ კვარაცხელიამ და მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ კალმახელიძემ ქალაქ ქუთაისში აკადემიის ენობრივი მომზადების სკოლის შენობა გახსნეს.

ახალი შენობა დასავლეთ საქართველოში არსებული შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის უცხო ენის შესწავლასა და ენის ცოდნის დონის შენარჩუნებას.

ენობრივი მომზადების სკოლის შენობა დასავლეთ ოპერატიული ძალების დაჯგუფების მესამე ქვეითი ბრიგადის მხარდაჭერით გაიხსნა.