სიახლეები

აშშ-ს დელეგაციის ვიზიტი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ს თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილე დავით აღმაშენებლის სახელობის  ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. ეველინ ფარკასი დელეგაციის წევრებთან ერთად აკადემიის რექტორს გიორგი ქველაძეს და კომენდანტს პოლკოვნიკ ნიკოლოზ აგლაძეს შეხვდა. ქართულმა მხარემ სტუმრებს აკადემიის სტრუქტურისა და პროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

შეხვედრის შემდეგ ამერიკის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილემ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და კომპლექსის შესაძლებლობებს გაეცნო.

დღესვე ეველინ ფარკასი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდა.