სიახლეები

ბუნდესვერის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას გერმანიის ბუნდესვერის უნივერსიტეტის პროფესორები და სამაგისტრო პროგრამის მსმენელები სტუმრობდნენ.

მრგვალი მაგიდის დისკუსიის ფორმატში აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი დავით ჩხეტიანი და სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ლეკვეიშვილი ბუნდესვერის უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და  სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხების შესახებ ესაუბრნენ.