პირველი ქვეითი ბრიგადის სასროლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის საველე სწავლება მიმდინარეობს.
ერთკვირიანი საველე სწავლება მოიცავს სასწავლო გეგმით განსაზღვრულ პრაქტიკულ მეცადინეობებს საცეცხლე მომზადებასა და საერთო-საჯარისო ტაქტიკაში.
აღნიშნული სწავლების მიზანია მეოთხე კურსის იუნკერებმა ვითარებიდან გამომდინარე დასახლებული პუნქტის ოპერაციებში, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, შეძლონ სხვადასხვა ავტომატური საცეცხლე იარაღიდან მოქმედებების შესრულება. მსგავსი საველე გასვლები მიზნად ისახავს თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას.