სიახლეები

ბუნდესვერის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის წარმომადგენლის ვიზიტი

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას გერმანიის ბუნდესვერის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ეროვნული და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი კლაუს ჰიუტკერი და სამხედრო ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც ჟოზეფი სტუმრობდნენ.

სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და აკადემიის რექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ჩხეტიანმა უმასპინძლეს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს. უნდა აღინიშონს, რომ ბუნდესვერის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის წარმომადგენელი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში პირველად იმყოფება, შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაცნობა და შემდგომ აკადემიაში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა. ამას გარდა, შეხვედრაზე ვიცე-პოლკოვნიკმა ჰიუტკერმა აკადემიას სამეცნიერო კვლევითი ცენტრის განვითარებასა და ერთობლივი კვლევითი საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარებაც აღუთქვა. 

დღესვე, ჰამბურგის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის გაცნობის მიზნით გერმანიაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლების ვიზიტიც დაიგეგმა, რაც კიდევ უფრო შეწყობს ხელს სამხედრო სასწავლებლებს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.