სიახლეები

ავსტრიის ელჩის ვიზიტი აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას დღეს, ავსტრიის ელჩი, დოქტორი არად ბენკო ეწვია. ელჩს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე და აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი, ქალბატონი ნინო გეწაძე შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში ბატონმა ბენკოსმა აკადემიის სასწავლო ბატალიონისა და სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამაგისტრო პროგრამის იუნკერებისთვის ლექცია წაიკითხა, რომელიც ევროკავშირის ისტორიას, მის ჩამოყალიბებას, განვითარებასა და  არსებულ გამოწვევებს ეხებოდა. ლექციის მსვლელობისას ელჩმა ყურადღება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე, უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილა.