სიახლეები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ვიზიტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ბატონი ერიკ ჰოგი ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა. ბატონი ჰოგი მსმენელებს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ამოცანების, მისი მანდატის მნიშვნელობასა და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა. მან ასევე, დადებითად შეაფასა საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მჭიდრო თანამშრომლობა და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამჭირვალობა.