სიახლეები

მეოთხე კურსის იუნკერების საველე სწავლების დასასრული

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერების საველე სწავლების შემაჯამებელი ოპერაცია ჩატარდა.

საველე სწავლების დასკვნითი ეტაპი მოიცავდა დასახლებულ პუნქტებზე მოქმედებას, შენობის იზოლირებასა და იერიშს. ლეგენდის თანახმად იუნკრებს უნდა გაენადგურებინათ პირობითი მოწინააღმდეგე და ამოეღოთ მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია.

აღნიშნული ოპერაციის მიზანია იუნკერებმა შეძლონ ოცეულის მეთაურების რანგში ოპერაციების დაგეგმა და შემდგომ მათი წარმატებით განხორციელება.