სიახლეები

არასამთავრობო ორგანიზაცია პროგრესული თაობის ვიზიტი აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ფართოპროფილური არასამთავრობო ორგანიზაციის "პროგრესული თაობა" წარმომადგენელები და ქ. ქუთაისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

სტუმრებს აკადემიის წარმომადგენლებმა აკადემიაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, მიღების პირობები და გაცვლითი პროგრამები გააცნეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების ცნობადობის ამაღლების მიზნით სკოლის მოსწავლეებს ასევე ჩაუტარდათ ლექცია ქვეყნის სტაბილურობასა და აღმშენებლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების როლზე.

ვიზიტის ბოლოს სკოლის მოსწავლეებმა აკადემიის იუნკერებთან ერთად ფეხბურთი ითამაშეს.