სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი წარმოადგენს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტრუქტურულ ერთეულს.

ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, აკადემიის წესდებით, აკადემიის სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.

თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცენტრი ანგარიშვალდებულია აკადემიის რექტორის წინაშე, ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, რექტორის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

ცენტრის მიზნებია:

  • აკადემიის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, ხელი შეუწყოს აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის ზრდას,  სამეცნიერო კარიერის პრესტიჟის ამაღლებას და იუნკერთა/მსმენელთა თაობისათვის მეცნიერების პოპულარიზაციას.
  • უცხოურ უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო ცენტრებთან კავშირის დამყარება და არსებული კავშირების განვითარება.
  • ახალი სამეცნიერო კონტაქტების ჩამოყალიბება, დონორი ორგანიზაციების მოძიება, საგრანტო კონკურსების მოძიება და მონაწილეობის მიღება,
  • აკადემიის თანამშრომლებისთვის კონსულტაციებისა და ტრენინგების ორგანიზება სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციების და სიმპოზიუმების ორგანიზება.