ბაკალავრიატი

სამართალი

სამართლის საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამის მიზანია იუნკერს: 

• შესძინოს ფართო ცოდნა სამართლის არსის, სისტემის, ძირითადი პრინციპების, ეროვნული სამართლის სისტემის ძირითადი თავისებურებების, სამართლებრივი სისტემების, ქართული სამართლის ისტორიული წყაროების, იურისტის (მოსამართლის, ადვოკატის, პროკურორის, ნოტარიუსის) საქმიანობის ეთიკური პრინციპების, იურიდიული პროფესიების ზნეობრივი ასპექტების, ასევე საჯარო, კერძო, სისხლის და საერთაშორისო სამართლის სფეროების ძირითადი თეორიების, პრინციპებისა და მოწესრიგების თავისებურებების, მათ შორის სამართლებრივი დავის წარმოშობის მიზეზების, ძირითადი მახასიათებლებისა და მათი სამართლებრივი საშუალებებით გადა-წყვეტის გზების თაობაზე;
• გამოუმუშავოს საჯარო, კერძო, სისხლის და საერთაშორისო სამართლის სფეროში არსებული რთული და გაუთვალისწინებელი პრობლემების ამოცნობის, უახლესი სამართლის მეთოდების გამოყენებით მათი გადაწყვეტის შესაბამისი გზების შემუშავების, ასევე იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებითა და ეთიკის ნორმების გათვალისწინებით სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ საკუთარი პოზიციების/დასკვნების ზეპირი და წერითი ფორმით დასაბუთების უნარი;
• გამოუმუშავოს იურიდიული ხასიათის დოკუმენტების, მათ შორის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული ხელშეკრულებების, საპროცესო და სამართალშეფარდებითი აქტების, ასევე წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად საჯარო, კერძო, სისხლის და საერთაშორისო სამართლის სფეროში კვლევითი და პრაქტიკული ხასიათის პროექტების შემუშავების უნარი;
• გამოუმუშავოს კონკრეტული შემთხვევის (კაზუსის) ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, შეფასებისა და გადაწყვეტის, ასევე საჯარო, კერძო, სისხლის და საერთაშორისო სამართლის ნორმების, წყაროების, მეთოდების შერჩევის, ანალიზის და გამოყენების უნარი;
• გამოუმუშავოს საჯარო, კერძო, სისხლის და საერთაშორისო სამართლის სფეროში საქმის ფაქტობრივ გარემოებების შეფასების, კონკრეტული იურიდიული მოქმედებების განხორციელების, სხვა იურიდიული ამოცანების გადაწყვეტის, სამართლებრივი დავის (საქმის) გადაწყვეტის გადაწყვეტის გზების შემუშავების უნარი;
• გამოუმუშავოს იურისტის ეთიკური და პროფესიული ქცევის ნორმების ფარგლებში მოქმედების, ასევე შესაბამისი სამართალწარ-მოების პროცესში ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის ძირითადი პრინციპების დაცვითა და სამართლებრივი ღირებულებების გათვალის-წინებით მოქმედების უნარი;
გამოუმუშავოს ქართულ ან/და ინგლისურ ენებზე საჭირო ინფორმაციის, მათ შორის ეროვნული და საერთაშორისო სამართლის წყაროების, საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკის, სამეცნიერო სიახლეების მოძიების, გამორჩევის და საკუთარი ცოდნის მუდმივად განახლების უნარი.