ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან:
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ვებგვერდზე www.naec.ge, რეგისტრაციისას აირჩევენ აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამებს და რომლებსაც 2025 წელს არ უსრულდებათ 24 წელი.
აბიტურიენტთა საყურადღებოდ: აკადემიის შიდა შესარჩევი ტურების წარმატებით ვერ გავლის შემთხვევაში აკადემია აბიტურიენტებს რეკომენდაციას უწევს გააუქმოს რეგისტრაცია მის მიერ არჩეულ აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამებზე და მათ ნაცვლად დარეგისტრირდეს სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე ან რეგისტრაციის გავლის დროს აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების გარდა დარეგისტრირდეს სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომ აკადემიაში ვერ ჩარიცხვის შემთხვევაში აბიტურიენტმა არ დაკარგოს მიმდინარე წელი.
სამართლის საბაკალავრო პროგრამა - 20 მისაღები ადგილი
I ეტაპი: აკადემიის შიდა შესარჩევი ტურები
1. აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში (როგორ ჩავაბაროთ ფიზიკური მომზადების ტესტი სწორად).
2. აბიტურიენტებმა უნდა გაიარონ აკადემიის მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ტესტირება. ტესტი მოიცავს ლექსიკა/გრამატიკას, წაკითხულის გააზრებას და წერას (ესსეს). აბიტურიენტები, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისური ენის ცოდნის B1 დონის ან უფრო მაღალი დონის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, დიპლომს, ან უცხოეთში ინგლისურ ენაზე მიღებული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს (სერთიფიკატი/დიპლომი) თავისუფლდება აკადემიის მიერ ორგანიზებული გამოცდისგან. ტესტის ნიმუში.
3. აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ფსიქოლოგიურ შერჩევას, სადაც შეფასდება აბიტურიენტის მზადყოფნა და მოტივაცია შეეგუოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რეჟიმს და მისი დასრულების შემდეგ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით იმსახუროს სამხედრო სამსახურში.
4. აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სამედიცინო შემოწმებას.
5. სამართალდარღვევათა შემოწმებას.
II ეტაპი: აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შიდა შესარჩევ ტურებს
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ გამოცდებს შემდეგ საგნებში:
უცხო ენა
ქართული ენა და ლიტერატურა
ისტორია / სამოქალაქო განათლება / მათემატიკა
დამატებითი სტიპენდიის გაცემის კრიტერიუმები:
რეიტინგული ქულა A+ 95 – 100 - 300 ლარი
რეიტინგული ქულა A 91 – 94 - 200 ლარი
რეიტინგული ქულა B 81 - 90 - 100 ლარი
საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 15 აპრილიდან 2025 წლის 23 ივნისის ჩათვლით აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი. საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94; 2 30 52 85.
საბუთების ნუსხა:
1. განცხადება (ივსება მიმღებ კომისიაში).
2. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და ნაბეჭდი).
3. ცნობა სკოლიდან (დედანი და ასლი) ან სრული ზოგადი განათლების ატესტატის ასლი - 2 ცალი.
4. პირადობის მოწმობის ასლი - 2 ცალი.
5. დაბადების მოწმობის ასლი - 2 ცალი.
6. დახასიათება სასწავლებლიდან ან ბოლო საქმიანობის ადგილიდან (დედანი და ასლი).
7. ქორწინების მოწმობის ასლი.
8. ოჯახის წევრ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლები - 2 ცალი.
9. ცნობა ნასამართლობის შესახებ (დედანი და ასლი).
10. ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ (დედანი და ასლი).
11. ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ (დედანი და ასლი).
12. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა (დედანი და ასლი).
13. ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (წითელა, წითურა, ყბაყურა, ტეტანუსი, დიფტერია) ასლი - 2 ცალი.
14. იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში) – 2 ცალი.
15. მართვის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში) - 2 ცალი.
16. ცნობა სამსახურის ან ნამსახურობის შესახებ (არსებობის შემთხვევაში) (დედანი და ასლი).
17. ცნობა რეზერვის სამსახურში ყოფნის ან გავლის შესახებ (დედანი და ასლი - 2 ც.) (არსებობის შემთხვევაში).
18. სამხედრო ბილეთის ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი - 2 ცალი.
19. მიღებული სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში) - 2 ცალი.
20. ფერადი ფოტოსურათი 3×4-ზე - 6 ცალი.
21. CD დისკი ფოტოსურათის ელექტრონული ვერსიით.
22. საქაღალდე (მუყაოსი ზონარით) – 2 ცალი.