ბაკალავრიატი

საავიაციო ინჟინერია

საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური საავიაციო ინჟინერის ბაკალავრის მომზადება, რომელსაც ექნება:

• ფართო ცოდნა საავიაციო ინჟინერიის ფუნდამენტური პრინციპების და მათი გამოყენების მიმართულებით, რათა მან შეძლოს საფრენი აპარატების დაპროექტების, კონსტრუირების, წარმოებისა და შენარჩუნების პროცესებში მონაწილეობა;
• წარმატებული პროფესიული საქმიანობის განხორ-ციელების და განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა;
• თანამშრომლობის, ლიდერული და კომუნიკაციის უნარები, რათა მან შეძლოს თავისი შესაძლებლობების რეალიზება.