დაგეგმვის განყოფილება
საბრძოლო მომზადების დაგეგმვა
საბრძოლო მომზადების განხორციელება
სამსახურის ფუნქციებია:
ა) საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების საფუძველზე აკადემიაში შექმნას სწავლის, შრომისა და სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის შესაბამისი პირობები;
ბ) აკადემიის საერთო კომპიუტერული ქსელის შექმნა, მისი მართვა და სისტემატური განახლება-გაფართოება, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ახალი მომხმარებლების ჩართვისათვის საჭირო სამონტაჟო და პროგრამული სამუშაოების ჩატარება;
გ) საქართელოს თავდაცვის სამინისტროსთან, საქართველოს თავდაცვის ძალებთან და სხვა შესაბამის დაწესებულებებთან თანამშრომლობა სიახლეების დანერგვის და არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით;
დ) აკადემიის ინტერნეტდომეინის შექმნა და ქვედომეინების ჩამოყალიბება, დომეინური სახელების სერვერის გამართული ფუნქციონირება;
ე) აკადემიის ერთიანი საინფორმაციო სივრცის ჩამოყალიბება და მისი დაკავშირება მსოფლიო (გლობალურ) საინფორმაციო სივრცესთან თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვით.
ვ) აკადემიის კომპიუტერული ტექნიკისათვის სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, პროგრამული დარღვევების აღმოფხვრა, ვირუსებისაგან გაწმენდა, კომპიუტერული ტექნიკის მოდერნიზაცია და რემონტი კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) აკადემიის მიერ კომპიუტერული ტექნიკის შეძენისათვის ტექნიკური სპეციფიკაციის მასალების მომზადება;
თ) კომპიუტერული კლასების მოწყობა და მისი გამართული ფუნქციონირება;
ი) სხვადასხვა საფინანსო პროგრამების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
კ) პრეზენტაციებისათვის შესაბამისი აპარატურის მომზადებაში აკადემიის პერსონალისათვის დახმარების გაწევა;
ლ) კომპიუტერული და ქსელური ტექნიკის საგარანტიო უზრუნველყოფის ექსპერტიზა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
მ) აკადემიის კომპიუტერული ტექნიკის ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით, ამ დებულებითა და რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
უსაფრთხოების განყოფილება
სამხედრო მიმართულების სასწავლო განყოფილება
სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამის ორგანისზება
სასწავლო პროცესის მონიტორინგი (თეორია პრაქტიკა)
სამოქალაქო მიმართულების სასწავლო განყოფილება
სასწავლო პროცესის ორგანიზება
შეფასება