სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) აკადემიის სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება მისი სრულყოფის მიზნით; ბ) აკადემიის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცედურებისათვის მომზადება გ) სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა; დ) სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესების, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებისა და პროცედურების, შეფასების წესის შემუშავება, შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების/დასკვნების მომზადება ე) თანამშრომლობა უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებთან, მათ შორის სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან, ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად; ვ) აკადემიის მიერ განხორციელებული საბაკალავრო, სამაგისტრო, ოფიცერთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის დადგენა ავტორიზაციის და აკრედიტაციის სტანდარტებთან, აკადემიის შესაბამის სტრუქტურებთან, პასუხისმგებელ პირებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით. აკადემიური პროგრამების ექსპერტიზის განხორციელებისათვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შემუშავება - დამტკიცება. აკადემიური პროგრამების ექსპერტიზის პროცესზე დაკვირვება. შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება. ტექნიკური მონიტორინგისა და აკადემიური ექსპერტიზის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შემუშავება და მათ საფუძველზე სისტემატური ტექნიკური მონიტორინგის ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების/დასკვნების მომზადება, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობით; ზ) რეკომენდაციების/დასკვნების შემუშავება საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე; თ) აკადემიური/მოწვეული/მასწავლებელთა ინსტრუქტორებისა და პერსონალის, სამხედრო იუკერების/მსმენელების კითხვარების შემუშავებაში მონაწილეობა და კითხვარის ანალიზის საფუძველზე, აკადემიის საქმიანობის შემდგომი სრულყოფის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება და აკადემიის რექტორისთვის წარდგენა ი) კვალიფიკაციის დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის დანართის შევსების წესის შემუშავებასა და კურსდამთავრებულთა დიპლომის დანართის შედგენისა და მომზადების პროცესში მონაწილეობა; კ) კონფერენციების, ტრენინგების, სემინარების, საკონსულტაციო და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება აკადემიის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ბოლონიის პროცესთან, კურიკულუმის შემუშავებასთან, ავტორიზაციასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე; ლ) აკადემიის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცედურებისათვის მომზადების ხელმძღვანელობა და ავტორიზაციისა და აკრედიტაციის თვითშეფასების კითხვარის და თვითშეფასების ანგარიშის, თანდართული დოკუმენტაციის მომზადების პროცესის ორგანიზება; მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. ნ) აკადემიური პერსონალის ტექნიკური მხარდაჭერა საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში; ო) კრედიტების აღიარებასთან დაკავშირებული წერილობითი მომართვების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება ფაკულტეტების ადმინისტრაციის მიმართ; პ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციური საქმიანობის განმსაზღვრელი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის შემუშავება; რ) სამსახური თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტებთან საქმიანობის კოორდინირებით.