ა) აკადემიაში და აკადემიის სტრუქტურული ერთეულებში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
ბ) აკადემიის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულებების პროექტების, ასევე მემორანდუმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
გ) აკადემიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, სამართლებრივი დასკვნების მომზადება და კომპეტენციის ფარგლებში მათი მიღების/გამოცემის უზრუნველყოფა;
დ) აკადემიის მართვასა და საქმიანობასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წინადადებების მომზადება;
ე) კონტროლი და კოორდინაცია აკადემიის სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებაზე, მის შემდგომ განვითარებასა და სრულყოფაზე;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში აკადემიაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების აკადემიის სტრუქტურულ ერთეულებთანთან შეთანხმების უზრუნველყოფა და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების დადგენილი წესის შესაბამისად სათანადო სახელმწიფო ორგანოებში წარდგენის უზრუნველყოფა;
თ) სამინისტროს მიერ მოწოდებული ელექტრონულ პროგრამაში ატვირთული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და კომპეტენციის ფარგლებში სათანადო შენიშვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ი) რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებები) ვიზირება და დადგენილი წესით გამოცემის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
კ) საჭიროების შემთხვევაში აკადემიაში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა;
ლ) აკადემიის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა ყველა ინსტანციის სასამართლოში, სახელმწიფო, კერძო დაწესებულებებთან ურთერთობებისას აკადემიის ინტერესების დაცვის მიზნით;
მ) სადავო საქმეებთან დაკავშირებული მასალებისა და სათანადო ინფორმაციის გამოთხოვა;
ნ) საჭიროების შემთხვევაში აკადემიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენელთა მონაწილეობის უზრუნველყოფა სასამართლო პროცესებსა და ადმინისტრაციულ წარმოებებში;
ო) აკადემიის მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინარული პასუხიმგებლობის ზომის დაკისრებასთან და წახალისების ფორმის შეფარდებასთან დაკავშირებით საქმისწარმოების განხორციელება და კონტროლი;
პ) კომპეტენციის ფარგლებში აკადემიის პირად შემადგენლობის, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი სახის სწავლებების და მომზადება და ჩატარება;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების/კორესპონდენციების განხილვა და შესაბამისი რეაგირების განხორციელება;
რ) რექტორისა და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსის დავალებების შესრულება;
ს) აკადემიის აკადემიური საბჭოს სხდომების წარმართვა და მათი გადაწყვეტილებების შესაბამისად ოქმისა და დადგენილებების მომზადება;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;